"Caucasus Credit" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ფიქსირებული + ბონუსი
ჯამური საშუალო ანაზღაურება 2000 ლარიდან 3500-მდე
მოვალეობები:
** ყველა ტიპის სესხის განაცხადის მიღება;
** წარმოდგენილ განაცხადში რისკების შეფასება;
** მონაცემების დამუშავება;
** ბიზნეს სესხების დამუშავებისას კლიენტების ბიზნესის ანალიზის ჩატარება;
** ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა;
** დამტკიცებული სესხების სასესხო ხელშეკრულებების მომზადება-გაფორმება;
** სესხის ფაილინგი;
** ფილიალისთვის და კონკრეტულად საკრედიტო ექსპერტისთვის დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება (სატელეფონო კომუნიკაცია/შეთავაზება ან/და პირადი ვიზიტების დაგეგმვა წინასწარ შერჩეულ მომხმარებლებთან);
** პორტფელში არსებული მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის პერიოდული შეფასება და კონტროლი;
** პორტფელში არსებულ პრობლემურ, ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა, პრობლემურ მსესხებლებთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** ფინანსურ ინსტიტუტში საკრედიტო განხრით ბიზნეს სესხებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ანალიტიკური მუშაობის/კვლევების გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (აუცილებელია; Excel; Word)
თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოტივირებულობა
** აქტიურობა
** მიზანზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათ ით მისამართზე: caucasuscredit@gmail.com და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.