კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
თუ გინდა გაიზარდო და მიიღო გამოცდილება დიდი კომპანიის მარკეტინგის გუნდში, მზად ხარ ჩაერთო ყველა აქტივობაში და გაქვს ბევრი ინიციატივა, მაშინ ჩვენ გელოდებით შენ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** ბრენდის სწორი პოზიციონირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
** მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
** ახალი პროექტების ინიციირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად.
პიროვნული თვისებები:
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.