კომპანია "iSpace" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.
ლოკაცია: თბილისი, ბათუმი.
"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელია საქართველოში.
თუ გინდა:
** დასაქმდე საერთაშორისო ორგანიზაციაში
** გახდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპანიის, Apple პროდუქტების ექსპერტი
** გქონდეს წვდომა Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმასთან
** იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდებთან
** შეისწავლო უახლესი ტექნოლოგიები და გახდე პროფესიონალი
** გქონდეს კარიერული ზრდის ფართე არეალი და უნიკალური შესაძლებლობა
** ჩაერთო თანამშრომლებზე გათვლილ ლოიალურობის პროგრამაში
** გქონდეს დაზღვევა და სხვა ბენეფიტები
** გქონდეს მაღალი ანაზღაურება, რომელიც არ არის შეზღუდული და მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული მისი მოცულობა
** იმუშაო პროფესიონალებთან ერთად
გსიამოვნებს გაყიდვები და ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენას კარგად?
მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა მომსახურება
** მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის განლაგება Apple სტანდარტების შესაბამისად.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა.
სამუშაო რეჟიმიც დაგაინტერესებთ:
** განაკვეთი - სრული.
** ვმუშაობთ კვირაში 5 დღე (40 საათი) 2 დღე დასვენება. ცვლები: 10:00 - 19:00, 11:00-20:00, 13:00-22:00 (მცოცავი გრაფიკი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 850 ლარი + ბონუსი (საშუალოდ1700-2000)
თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე: l.mzhavia@asbc.ge სათაურის ველში მიუთითე - "iSpace გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი ან ბათუმი".