jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სპა ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სასტუმრო "გრანდ გლორია" აცხადებს ვაკანსიას სპა ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"გრანდ გლორია" გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.
https://grandgloria.ge/georgian/home
https://www.facebook.com/GrandGloriaHotel
https://www.instagram.com/thegrandgloriahotel/

2021 წელს იგი დასახელდა ბათუმის საუკეთესო ზღვისპირა 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ Global Tourism Awards-ის მიერ.

მიმდინარე 2023 წელს ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე Welcome to Georgia! National Tourism Awards სასტუმრო გრანდ გლორია გახდა გამარჯვებული კატეგორიაში -" საქართველოს წამყვანი მდიდრული სასტუმრო 2023 ".

ასევე, მიმდინარე 2023 წელს World Travel Award-ის დაჯილდოებაზე სასტუმრო გრანდ გლორია გახდა გამარჯვებული კატეგორიაში "საქართველოს წამყვანი სასტუმრო 2023: საპრეზიდენტო ლუქსი".

სასტუმრო უკვე 7 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ჩვენი გუნდი აერთიანებს 150-მდე პროფესიონალს.

მდებარეობა: ბათუმი, შ. ხიმშიაშვილი 22
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ ფოსტა: hr@grandgloria.ge

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** სპა-ცენტრის პროცედურების დეტალური გაცნობა / შეთავაზება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, ელექტრონული შეტყობინებების მიღება და გაგზავნა;
** სტუმრების განრიგის ორგანიზება სხვადასხვა სპა პროცედურაზე;
** სპას სისუფთავის კონტროლი;
** პროცედურული დოკუმენტების შევსება და სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხები.

მოთხოვნები:

** კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენა: ინგლისური და/ან რუსული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიული ფასდაკლება სასტუმროს სერვისზე და პროდუქციაზე;
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@grandgloria.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |