ქართული ბუტიკ-კონცეპტუალური სასტუმროების და რესტორნების ქსელი "ესკიზი" თბილისის სასტუმროსთვის აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს 24-საათიანი სამუშაო ცვლა
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება-განთავსება
** სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება
** ანგარიშსწორების წარმოება და დოკუმენტაციას მომზადება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** ელ.ფოსტის შემოწმება
** ჯავშნების მიღება
** სასტუმროში არსებული სტანდარტების და წესების დაცვა
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@esquisse-hotel.com და აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია.
წარმატებებს გისურვებთ!