"ევრო მარტი" ეძებს გუნდის წევრებს სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საცალო ქსელის განვითარების გზაზე.
სამუშაო ადგილი:თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 მდე, შაბათი 15:00-მდე.
სასურველი პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი
** მოწესრიგებული
** გამოცდილი
** ენერგიული
** აუცილებელია გამოცდილება ამ მიმართულებით
დაკისრებული ფუნქცია- მოვალეობები:
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის აღწერა და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის დამტკიცებული პროცედურების დაცვა;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@evro-mart.ge და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!