jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სასტუმრო "აფიშა", ეძებს გუნდის წევრებს, რომლებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო "აფიშაში", მიმტანი პასუხისმგებელია სასტუმროს კვების ობიექტებზე მოსულ სტუმრებს გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება, დაიცვას წესრიგი და სისუფთავე, შექმნას მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს რესტორნის ტერიტორია სტუმრების მისაღებად. დარწმუნდეს, რომ მაგიდები გაწყობილია და მარაგშია დამატებითი ჭურჭელი;
** სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოემსახუროს სტუმრებს;
** გაწეული მომსახურების შემდეგ რეგულარულად გადაამოწმოს სტუმრის აზრი და გაითვალისწინოს მიღებული კომენტარები, გაუზიაროს სამზარეულოსაც და ზედამხედველებს;
** რეგულარულად შეაგროვოს გამოყენებული ჭურჭელი მაგიდებიდან და მიუტანოს სამრეცხაო დეპარტამენტს;
** სამზარეულოსთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით მოახდინოს სტუმრის კმაყოფილების ზრდა;
** გაყიდვების შესაბამისი უნარის გამოყენებით აქტიურად მოახდინოს სასმელებისა და საკვების რეალიზაცია;
** სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად შეასრულოს სამუშაო სივრცის დასუფთავების ვალდებულებები;
** მიიღოს და განათავსოს ჯავშანი რესტორნის მაგიდებზე და ჩაინიშნოს ჯავშნების წიგნში;
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** დარწმუნდეს, რომ ყველა შეკვეთა შეყვანილია სისტემაში, ანგარიშები გადახდილია ნაღდი ფულით ან ბარათით, ან დარიცხულია სტუმრის ანგარიშზე, ხოლო ოთახზე დარიცხულ ჩეკზე დაფიქსირებულია სტუმრის ხელმოწერა;
** იყოს კოლეგიალური ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება სასტუმროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთან;
** იყოს მაქსიმალურად მოქნილი სამუშაო გრაფიკთან, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს კოლეგის ჩანაცვლება;
** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია პროფესიული/უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
** კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების ცოდნა.

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |