jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიქსოლოგის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სასტუმრო "აფიშა", ეძებს გუნდის წევრებს, რომლებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო "აფიშაში", მიქსოლოგის დამხმარე პასუხისმგებელია სასტუმროს კვების ობიექტებზე მოსულ სტუმრებს გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება, დაიცვას წესრიგი და სისუფთავე, შექმნას მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს ბარის ტერიტორია და დარწმუნდეს, რომ დამატებითი ჭურჭელი მარაგშია;
დაეხმაროს ბარმენს შეკვეთების მომზადებაში;
** დარწმუნდეს, რომ შეკვეთა მირთმეულია სწრაფად, სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
** შეასრულოს დასუფთავების პროცედურები მოთხოვნისამებრ;
** სუფთა პირობებში შეინარჩუნოს სამუშაო ტერიტორია და არ დატოვოს ბარში ჭუჭყიანი ჭურჭელი;
** მზად იყოს კოლეგების დასახმარებლად და საჭიროების შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის გასანაწილებლად;
** შეასრულოს ყველა პროცედურა უსაფრთხოების წესის დაცვით;
** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
** კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების ცოდნა.

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |