სს "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურის კომერციული ციკლის მართვის განყოფილების გათიშვების აუდიტის სპეციალისტის თანამდებობაზე
ძირითადი მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება;
** საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა; კომუნიკაბელურობა;
** ქართული თავისუფლად; რუსული საშუალოდ.
** არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
** ქ. თბილისის უბნებისა და მისამართების ცოდნა;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
** MS Office (Word, Excel, Powerpoint)
** MS Outlook
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** სამუშაო სიების მიხედვით აბონენტების რეგულარული შემოწმება (გათიშვა, ჩართვა, ჩვენებების აღება, არ გათიშვის სტატუსები, კარადების ტექნიკური მდგომარეობა და ა.შ.)
** შესასრულებელი დავალების მარშრუტის დადგენა და ოპერატიული შესრულება.
** სამუშაო დავალებიდან გამომდინარე ყველა შესაძლო დარღვევის აღმოჩენა და შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება სამუშაო სიებში შენიშვნის სახით.
** შესრულებული სამუშაო დავალების ჩაბარება გათიშვების აუდიტის ტექნიკოსისთვის, პირველადი აუდიტორული შენიშვნებით.
** პრობლემურ სიტუაციაზე ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება ხელმძღვანელობისათვის.
** ზემდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებების შესრულება კომერციული ციკლის მონიტორინგის ჯგუფის შესახებ დებულების შესაბამისად.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.