jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო ბოდბე
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

"სასტუმრო ბოდბე" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

მდებარეობა: სიღნაღი, კახეთი.

სასტუმრო ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.

სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს შემოდგომიდან სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს შესთავაზებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აღჭურვილობის, ტექნიკისა და შენობის სისტემებში გაუმართაობის დიაგნოსტიკა და შეკეთება ;
** სასურველია სარემონტო სამუშაოების გამოცდილება - "სამალიარო" საქმე, იატაკის დაგება და სხვა;
** სტუმრებისა და პერსონალის ტექნიკური მოთხოვნების, საკითხების ეფექტურად გადაჭრა ;
** უსაფრთხოების ინსპექტირება პოტენციური საფრთხის გამოსავლენად და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველსაყოფად ;
** სასტუმროს აღჭურვილობის შენარჩუნება, შეკეთება და შეცვლა, მათ შორის ქვაბები, "ჩილერები", ტუმბოები, ძრავები და სამზარეულოს ტექნიკა ;
** დეტალური ჩანაწერების შენახვა აღჭურვილობის მოვლის გრაფიკის, შეკეთებისა და ინსპექტირების შესახებ ;
** "სამალიარო", სათადარიგო ნაწილებისა და ხელსაწყოების მარაგის მართვა, რომელიც საჭიროა რემონტისთვის და ტექნიკური მომსახურებისთვის ;
** სასტუმროს ენერგიის მოხმარების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია, სისტემების ეფექტიანად მუშაობის უზრუნველყოფა ;

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: " ინჟინერი ".

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |