jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"ასორტი ვერე"-ს საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი- 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.

ასორტის სახელის ქვეშ დღეს უკვე ერთიანდება 1 ცენტრალიზებული საწარმო და 8 კაფეტერიათა ქსელი - სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული.
კომპანია დაარსების დღიდან ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებასა და წინსვლას.

ასორტში შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი, სრულად დაეუფლოთ თქვენს პოზიციას, ყოველდღიურად გქონდეთ შეხება საინტერესო გამოწვევებთან და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებთან!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი / 10:00 - 19:00 სთ
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / Fitpass-ით სარგებლობა / კარიერული განვითარება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/განხორციელების უზრუნველყოფა:
** ბრენდის, სოც-მედიის სტრატეგიისა და PR კალენდრის შემუშავება;
** ბაზრის კვლევა, ანალიზი, კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა;
** მომხმარებლების კვლევა, მათი მახასიათებლების იდენტიფიცირება, CRM ბაზის განახლება;
** მარკეტინგის ბიუჯეტის მართვა, რესურსების ეფექტური გადანაწილების უზრუნველყოფა;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდის უზრუნველყოფა, იმიჯის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** მარკეტინგის გუნდის მართვა, საქმის რაციონალური გადანაწილება;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა;
** სოციალური მედიისთვის კონტენტის შინაარსის განსაზღვრა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების და სხვა მასტიმულირებელი პროგრამების მარკეტინგული ანალიზი;
** სარეკლამო აქტივობების კონცეფციის შემუშავება და მონიტორინგი;
** ახალი პროდუქტების, სეზონური შეთავაზებების მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული აქტივობების, მათ შორის სოც-მედიის აქტივობების, შედეგების ანალიზი, ROI-ს შეფასება, გამოწვევების იდენტიფიცირება;
** ბაზრის გაფართოებისა და ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** კომპანიის ვებ-გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
** ხელმძღვანელისთვის შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - 3 წელი;
** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ლიდერობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** შემოქმედებითობა და ინიციატივის ქონის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ " მარკეტინგის მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |