jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 41
ბენეფიტები: კვება/დაზღვევა/ჰიბრიდული პარასკევი დღე/ფასდაკლება სასტუმროს მომსახურებებზე

ძირითადი მოვალეობა:

** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება/დაარქივება და აღრიცხვა;
** ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, ნაშთების სისწორის კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** ხელფასების დარიცხვა, მივლინებების, შვებულებების აღრიცხვა და შესაბამისი გატარებების შესრულება;
** Rs.ge პორტალზე მუშაობა;
** შემოსული თანხის დაბრუნების განცხადებების/მოთხოვნის განხილვა, მტკიცებულების მოძიება და შესაბამის ორგანოსთან გადაგზავნა;
** პრობლემური ბილებისა და გადახდების გასწორება;
** დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება და შედარება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და ინვენტარიზაციაა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის წესებისა და პროცედურების ცოდნა;
** სასურველია საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოტივირებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "ბუღალტერი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტელსმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |