jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის და ბრენდის მენეჯერი
მომწოდებელი: არტფარმა
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"არტფარმა" და¬არ¬სდა 2014 წელს. სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში წარ¬მო¬ად¬გენს ისეთ წამ¬ყვან საერთაშორისო ფარ¬მა¬ცევ¬ტულ კომ¬პა¬ნი¬ებს, როგორებიც არიან WALMARK, STADA Group და GILBERT. არაერთი ჯილდოს მფლობელი კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან და ხელს უწყობს მათ დანერგვას საქართველოში. არტფარმას პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი ისეთი ბრენდები როგორებიცაა: ვიტაფეროლი, ვირუპორტექტი, ვიტრუმი, ნეუტრადერმი და სხვა.

"არტფარმას" მიზანი მო¬ი¬ცავს ჯანმრთე¬ლო¬ბა¬ზე ზრუნ¬ვის თა¬ნა¬მედ¬რო¬ვე მო¬დე¬ლის შექ¬მნა¬ს; დამ¬კვიდ¬რე¬ბას საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივის შესწავლა;
** კომპანიის და ბრენდების განვითარების მიზნით მარკეტინგული სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების და მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება;
** ბრენდის საკომუნიკაციო შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
** ბრენდის საკომუნიკაციო ბიუჯეტების მართვა და კონტროლი;
** მარკეტინგული მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში; კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების მართვა;
** გაყიდვების დეპარტამენტთან თანამშრომლობა და მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად.
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხელმძღვანელ პოზიციაზე მარკეტინგის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარები;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა; კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ და მზარდ ანაზღაურებას;
** სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები; საცურაო აუზის ულიმიტო აბონიმენტს (ფიტნესი და აუზი) და სხვა;
** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის #92
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 10:00-18:00

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს https://artpharma.ge/ და https://www.facebook.com/artpharma.ge/
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@artpharma.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მარკეტინგის და ბრენდის მენეჯერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |