კომპანია "მინიმარტს" 2022 წლის 1 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 270 -მდე ჯიხურით, სადაც ხდება სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაცია.
ჩვენი მიზანია - თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული დამოკიდებულებით შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებისა და მომსახურების გამოცდილება.
ვის ვეძებთ?
პოზიციის დასახელება: ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას 22
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** საბანკო და სალარო ოპერაციების აღრიცხვა-კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესყიდვის, გადაადგილების, ჩამოწერის ასახვა და კონტროლი სააღრიცხვო სისტემაში;
** რეალიზაციების და ხარჯების ასახვა სააღრიცხვო სისტემაში;
** საქვეანგარიშო პირებზე განაცემების დავალებების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
გეძებთ თქვენ, თუ თვლით, რომ გაქვთ:
** ბუღალტრად მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება;
** ფლობთ MS Excel-ს კარგად;
** გაქვთ უმაღლესი განათლება ფინანსური და ეკონომიკური მიმართულებით;
** ფინასთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ? (ბენეფიტები):
** კორპორაციულ დაზღვევას;
** ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე: vacancy@minimarts.ge
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის.