შპს "მეტროლოგი" აცხადებს კონკურსს ხელსაწყოების დაკალიბრება/შემოწმების სპეციალისტის ვაკანსიაზე.
სამუშაო: სრული განაკვეთი. 09:00-18:00. ორშაბათი - პარასკევი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 191. პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.
დაკალიბრება/დამოწმების ლაბორატორიის თანამშრომლის მიმართ მოთხოვნები:
** განათლება - სასურველია ტექნიკური განხრით;
** მუშაობის გამოცდილება - გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.
პირადი თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** უკონფლიქტო;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** წესრიგის მოყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით;
** შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, კომპიუტერის საშუალებით დადგენილი ფორმის დოკუმენტების აწყობა;
** სხვადასხვა ენაზე არსებული ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა;
** ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება შესასრულებელი საქმიანობის შესწავლა.
მართვის მოწმობა - გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა. ასევე, რა ენებს ფლობთ და რა დონეზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com.
გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით