აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქცია შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.
ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/
"კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კვალიფიცირებული კონსულტაცია პროდუქციის შერჩევისას, მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი საჭირო პროდუქციის შერჩევა;
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გამოტანა და სექციებში განლაგება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობების, დალაგების წესის და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული/არასრული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: 10:00-18:00 და 13:00-21:00 (7 საათიანი გრაფიკი)
** სამუშაო დღე და დასვენება: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაზისუბანი, ჯ. ლეჟავას #22; თბილისი ჰუალინგ ზღვის პლაზა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@doki.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!