jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

კომპანია "სფეისკარგო" https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე, ვარკეთილის ფილიალში.

კომპანია "სფეისკარგო" ახორციელებს, ნებისმიერი სირთულის ტვირთების ტრანსპორტირებას (ექსპორტი, იმპორტი) როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლით სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. გვაქვს როგორც საცალო (ჩინეთი, ამერიკა, დუბაი, ჰონკონგი, ბრიტანეთი, საბერძნეთი, თურქეთი), ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.

ძირითადი მოვალეობები:

** ამანათების მიღება/ დახარისხება, შესაბამის თაროებზე განთავსება;
** მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ამანათების გაცემა, უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
** საწყობის აღწერა კვირაში 3 ჯერ
** მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:30, ან 14:00 -21:00 . შაბათი 11:00 - 17:00

რას გთავაზობთ?

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპეც. ტარიფი კომპანიის სერვისებზე;
** ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად, მოქნილ საბონუსე სისტემას;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@spacecargo.ge; ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება .დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |