საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში "Wishlist.ge" - "ვიშლისთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი
ძირითადი მოვალეობები:
** ჩამოსული პროდუქციის მითვლა;
** საწყობში პროდუქციის ბრენდების მიხედვით დალაგება;
** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა, სალაროსთან მიტანა;
** შემოსული შეკვეთების გამზადება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის მოწესრიგება;
** საწყობის მენეჯერის მიერ სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
უნარ-ჩვევები:
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით ცვლებში.
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
** ანაზღაურება: 1200 ლარი.
** მზარდი ანაზღაურების სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
** ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge. გთხოვთ, "subject"-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!