jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის სრული პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** მოზიდვის პროექტების ინიცირება და ორგანიზება;
** კანდიდატების მოძიების არხების განსაზღვრა;
** შერჩევის პროცესისათვის ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** შესარჩევი კონკურსის დასრულების შემდეგ ვაკანსიის დამკვეთისათვის უკუკავშირისა და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
** შერჩეული აპლიკანტისთვის წინასახელშეკრულებო პირობების გაცნობა და თანამშრომლობის დაწყების დაგეგმვა ყველა აუცილებელი წესის დაცვით;
** ახალი თანამშრომლის ონბორდინგისა პროცესის კოორდინირება, მიღებული უკუკავშირის ანალიზი და სოციალიზაციის პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება;
** აპლიკანტთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ინფორმაციის დროულად და სწორად ასახვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** სასურველია HR-soft-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სიზუსტე და აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის უფროსი სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |