ჩვენ ვართ ჯიენჯი - სტომატოლოგიური კლინიკებისთვის საჭირო მასალების, აპარატურის და ტექნიკური მხარდაჭერის მიმწოდებელი კომპანია.
ჩვენი ძირითადი პროდუქტებია: დენტალური იმპლანტი, ხელოვნური ძვალი, სასტერილიზაციო როლები და მსხვილი აპარატურა (3D კომპიუტერული ტომოგრაფი; რენტგენი; სტომატოლოგიური სავარძელი და აშ.)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: ლვოვის 63
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო სტომატოლოგიურ დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი.
** პოტენციურ მომხმარებელთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება.
** კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
** პოტენციურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახლის ძიება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია სამედიცინო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
* FACE TO FACE გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება
** პრიორიტეტი მიენიჭება სტომატოლოგიური განათლების მქონე კანდიდატს.
ანაზღაურება: 1500 + ბონუსი, ბონუსი დამოკიდებულია გაყიდვების გეგმების შესრულებაზე.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე admin@gggroup.com.ge