შპს "დოკი"-ს აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციაა წარმოდგენილი შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.
ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/
"კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
** კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
** თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
** დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია IVMS პროგრამის ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობა.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 900 ლარი
** დღე გამოშვებით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 57
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ პოზიციის დასახელება, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@doki.ge
გისურვებთ წარმატებებს!