jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ATM ტექნიკოსი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ATM ტექნიკოსს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
** ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
** პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;

მოთხოვნები:

** პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა ან მართვის მოწმობის ფლობა (მექანიკა);
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა.
** განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** ავტომობილის იჯარას;
** ავტომობილის დაზღვევას;
** Fit pass ბარათს;
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ATM ტექნიკოსი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |