jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგისტრაციების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო ბოდბე
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სასტუმრო "ბოდბე" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბოდბე, კახეთი

სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.

სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს შემოდგომიდან სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს შესთავაზებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმღები განყოფილების სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება ;
** სამუშაო დროის განრიგის შედგენა და თანამშრომლების განაწილება ;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და ხარისხის კონტროლი ;
** პრობლემების/საკითხების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა ;
** სტუმრების კითხვებზე პასუხის გაცემა და კონსულტაცია ;
** თანამშრომლების დატრენინგებასა და განვითარების პროცესებში აქტიური ჩართულობა ;
** გუნდური მოტივაციისა და ჩართულობის უზრუნველყოფა ;
** სასტუმროს პროგრამების სრულყოფილად ცოდნა და სწავლება ახალი თანამშრომლებისთვის ;
** სტუმრების მომსახურებისა და პროტოკოლების გაუმჯობესება ;
** სასტუმროს ნომრების, მუდმივი მომხმარებლების, სპეციალური შეკვეთებისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით რეზერვაციების დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაციის დამყარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სუპერვაიზერის ან ცვლის უფროსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ;
** ინგლისური ენის ცოდნა ;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "რეგისტრაციების სუპერვაიზერი".

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |