jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Wishlist
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში "Wishlist.ge" - "ვიშლისთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ადგილმდებარეობა: სითი მოლი ვაჟაზე

ფუნქცია/მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
** ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარი + დამატებითი ბონუსი გეგმის შესრულების მიხედვით.
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
** მზარდი ანაზღაურების სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
** ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge. გთხოვთ, "subject"-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი სითი მოლში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |