jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესაფუთის სექციის ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ცემენტის კომპანია
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ქ. ფოთში, ცემენტის ქარხანაში, შესაფუთის სექციის ოპერატორის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კონტროლი გაუწიოს დასატვირთავად შემოსული და გასული მანქანის მოძრაობას;
** მოახდინოს მანქანის დატვირთვა ან/და აპარატზე მუშაობა;
** გამოიყენოს ქარხნის კუთვნილი ინვენტარი და ტექნიკა, რასაც პირვანდელ მდგომარეობაში აბრუნებს ცვლის დასრულებისას;
** ცვლის მანძილზე პერიოდულად ახდენს შესაფუთის სექციის დათვალიერებას დაზიანების გამოსარიცხად;
** იქონიოს მუდმივი კავშირი ქარხნის ოპერატორთან;
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
** დაიცვას უსაფრთხოების, ტექნიკის ექსპლუატაციის, შრომის დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო, ელექტრო და სანიტარული წესები და მოთხოვნები;

აპლიკანტების შერჩევა იწარმოებს შემდეგი წესით:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ.ფოთი, კოკაიას ხეივანი #2
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში

დაინტერესების შემთხვევაში, კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2024 წლის 30 სექტემბრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@gcco.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |