"ფინანსური მართვის კომპანია" წარმოადგენს 15 წლიანი გამოცდილების საფუძველზე შექმნილ გუნდს საქართველოში. კომპანია კლიენტებს სთავაზობს აუდიტორულ და ბუღალტრულ მომსახურებას, ასევე ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს.
"ფინანსური მართვის კომპანია" აცხადებს ბუღალტრის პოზიციაზე, 6-12 თვეში მთავარ ბუღალტრად დაწინაურების პერსპექტივით. სახელფასო ანაზღაურება შემოთავაზებული იქნება გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის მიმართულებით (ასევე განიხილება ამავე სფეროში დამამთავრებელი კურსის სტუდენტების რეზიუმე)
** სასურველია ACCA-ს პირველი და მეორე დონის სერტიფიკატი;
** ქართული ენა - სრულყოფილად, ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@fmcgeorgia.ge 2024 წლის 25 სექტემბრამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება - "ბუღალტრი"