"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
კომპანიის ვებგვერდი: www.studio9.ge
"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე სტრატეგიულ ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით; შესაბამისი უკუკავშირების მიღება და გაზიარება მენეჯმენტთან;
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი დოკუმენტის წარმოება, მიწოდება შესაბამის მხარეებთან და შესრულების პროცესში კომუნიკაცია;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტის ვადების დაცვისა და შესრულების ხარისხის უზრუნველსაყოფად;
** კომუნიკაცია - ძირითადი საკონტაქტო პირის როლის შესრულება, კომპანიის მენეჯმენტთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან;
** პრეზენტაციების, დოკუმენტაციების, ოფიციალური წერილების, რეპორტების მომზადება ქართულ/ინგლისურ ენაზე.
** აღმასრულებელი დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პროექტებში ჩართულობა, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის მოკვლევას, მონაცემთა ანალიზს, დეპარტამენტებთან თანამშრომლობას.
** აღმასრულებელი დირექტორის კალენდრის მართვა: შიდა ორგანიზაციული შეხვედრების, ბიზნეს ვიზიტების/მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, Info მეილების მართვა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება
** კომპანიისათვის საჭირო ადმინისტრაციული შესყიდვების განხორციელება და საანგარიშგებო თვის დახურვისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.