ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე ქართული რესტორანი "თაკარა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მიმტანი
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში)
** ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** დამატებითი ანაზღაურება მზარდი საბონუსე სისტემით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია კულინარიული განათლების ქონა
** აუცილებელი ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ენერგიული
** კომუნიკაბელური
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის მენეჯმენტის უნარი
** პუნქტუალური
ფუნქცია-მოვალეობები
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მენიუში არსებული კერძების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება
** საკვების საერთო ჩეკების მომზადება
** სტუმრების მხრიდან შენიშვნის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება
** არსებული მაღალი სტანდარტების და ჰიგიენური ნორმების დაცვა
ბენეფიტები:
** კვება
** კომფორტული სამუშაო გარემო
** მოქნილი გრაფიკი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 3 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე info@goodway.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.