"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
"Cenomi Retail" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano, Ipekyol და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც იქნება წარმოდგენილი "Cenomi Retail Georgia"-ს არაერთი მაღაზია.
კომპანია "Cenomi Retail Georgia" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი აუდიტორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი: სითი მოლი საბურთალო - პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე).
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოფს დღის ნავაჭრის დათვლას და სეიფის ინკასაციას;
** უზრუნველყოფს ხურდის შეკვეთას ბანკში და მათ გამზადებას მაღაზიებისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბანკთან კომუნიკაციას;
** ამოწმებს გაყიდვებს, გაცვლასა და თანხის დაბრუნებას გადახდის ყველა მეთოდით;
** უზრუნველყოფს, რომ ყველა სალარო აპარატი დაბალანსებული და გამართული იყოს ცვლის ბოლოს;
** უზრუნველყოფს სალაროს აუდიტს;
** აკვირდება რისკის შემცველ სფეროებს და ახორციელებს შესაბამისი ქმედებებს;
** აწარმოებს სხვადასხვა სახის რეპორტებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერია ან ფინანსების მიმართულებით
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით
** Ms Office-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კორპორატიულ დაზღვევას
** სატელეფონო ლიმიტს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უმცროსი აუდიტორი.