jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საფირმო მაღაზიების მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას საფირმო მაღაზიების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (საჭიროებისამებრ შაბათი დღე);
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე 1500 ლარი შემდგომ 1800 ლარი;

ფუნქციები და მოვალეობები:

** საფირმო მაღაზიების გეგმური მონიტორინგი;
** მაღაზიებში არსებული ტექნიკური საკითხების მოგვარება;
** ინსტრუქციის შესაბამისად ყოველდღიური ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელის;
** პროდუქციის ეფექტიანი გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული პროექტების ეფექტურად მართვაში მონაწილეობის მიღება;
** ბაზარზე პროდუქციის გაყიდვების/მომხმარებლების შენარჩუნების და ზრდის უზრუნველყოფა;
** კომპანიის პროდუქციის გაყიდვის მიზნით პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა;
** მომხმარებელთა ბაზების წარმოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტური მხარდაჭერა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საფირმო მაღაზიების მენეჯერის თანაშემწე".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |