კომპანია "ნატურლენდი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: https://Shop.naturland.ge
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან.
** სამიზნე აუდიტორიისათვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა, დანერგვა, დასახული გეგმის შესრულება
** კომპანიის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (კონფერენცია, პრეზენტაცია)
** CRM სისტემაში ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველი უმაღლესი სამედიცინო განათლება (ან/და მომიჯნავე სფეროში განათლება)
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სასურველია რომელიმე ერთი უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები
** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გარემოს;
** სოციალურ პაკეტს - სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამგზავრო ხარჯები (ტალონი/სამგზავრო ბარათი), ფიტპასი.
სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათი -პარასკევი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: info@naturland.ge.