jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ექსპედიტორის დამხმარე
მომწოდებელი: ევერესტი 2010
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

იმპორტიორი "Everesti 2010" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების დისტრიბუციას.

კომპანია "Everesti 2010" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის დამხმარის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** პროდუქტის გადატანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა და პროდუქტის სავაჭრო სახის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების წინასწარ პროდუქციით დატვირთვა და ბორტზე სწორად განლაგება.
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით პროდუქციის ქსელში გადატვირთვა / ჩამოტვირთვა და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე.
** საჭიროების შემთხვევაში მინდობილი სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის დაფიქსირებისთანავე/შესაძლო გაუმართაობაზე ეჭვის გაჩენისთანავე ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** უკან მობრუნებული ან დაკორექტირებული საქონლის საწყობში დაბრუნება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა მითითებების შესრულება;

ანაზღაურება: 750 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.vacancy@thc.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |