საქართველოში #1 ციფრული აგრო-პლატფორმა "კალო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გამავალი ზარების განხორციელება კომპანიის პროდუქტების გაყიდვის მიზნით;
** კომპანიაში არსებული პროდუქტის აქტივაციის უზრუნველყოფა გამავალი ზარების განხორციელების მეშვეობით;
** მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** მომხმარებლის სატელეფონო კეთილგანწყობილი კომუნიკაცია კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში, შემომავალ ზარებზე პასუხი;
** საჭიროების შემთხვევაში, FB ჩათში კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე;
** სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
სამუშაო პირობები:
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: საშუალოდ 1200 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან)
რა დაგხვდება ჩვენთან:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ახალგაზრდა, მოტივირებული, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი და ეფექტიანი მუშაობისთვის კომფორტული გარემო.
ოფისის მისამართი: შიო ჩიტაძე 11
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: jobs@kalo.ge subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.