"ჯითისი ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.
პოზიცია: საქმეთა მწარმოებელი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო სამუშაოების პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო სამშენებლო დოკუმენტაციის მართვა, მონიტორინგი და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება (ხარჯთაღრიცხვა, ფორმა #2, ფორმა #29, კლიმატის აქტები, სხვადასხვა ფარული სამუშაოების და მიღებების აქტები)
** შესასრულებელი სამუშაოების ნახაზების შესწავლა, გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შესასრულებლად მითითების მიცემა
** ობიექტზე ჩასატარებელი ამა თუ იმ სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის მოძიება, კვალიფიციურ მუშა-მოსამსახურეთა მობილიზება
** ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მიმდინარე პროცესის მონიტორინგი
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა, სხვადასხვა მოლაპარაკებების წარმოება დამკვეთებთან და შემსრულებლებთან;
** პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავება, მოცულობების ამოკრება
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა (სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა);
** საჭირო მასალების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და შეკვეთების დროული უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხოური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ArchiCAD-ისა და AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის და შეთანხმების მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.