jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: Sakura Properties
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

"Sakura Properties", პრემიუმ უძრავი ქონების საბროკერო კომპანია თბილისში, ეძებს ძალიან ორგანიზებულ და პროაქტიულ პირად ასისტენტს ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის მხარდასაჭერად.

იდეალურ კანდიდატს ექნება გამოცდილება გაყიდვებში და კომუნიკაციებში, ადმინისტრაციულ საკითხებში, უნდა იყოს ორგანიზებული გარემოს მოყვარული.

ძირითადი მოვალეობები:

** აღმასრულებელი დირექტორის დახმარება ყოველდღიური დავალებების შესრულებაში, მათ შორის ელ-ფოსტის, სატელეფონო ზარების და შეხვედრების დაგეგმვაში.
** ქონებების მესაკუთრეებთან და მყიდველებთან სატელეფონო კომუნიკაცია დეტალების დასაზუსტებლად და ინფორმაციის დასაორგანიზებელად.
** ადმინისტრაციულ საკითხებთან გამკლავება, მათ შორის მონაცემების დაორგანიზება და ფაილების მართვა.
** დირექტორისთვის შეხვედრების, მნიშვნელოვანი ვადების და საკითხების შეხსენება.
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირება ადმინისტრაციული დავალებების შესასრულებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გაყიდვებში მინიმუმ 6 თვიანი გამოცილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ორგანიზაციული და დროის მართვის ძლიერი უნარები
** კომუნიკაცია როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური
** დამოუკიდებლად და პროაქტიულად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

რატომ უნდა გახდე Sakura-ს გუნდის ნაწილი:

** მეგობრული, მხიარული გუნდი
** ზრდაზე ორიენტირებული თანამშრომლები
** თანამედროვე მიდგომებით მომუშავე კომპანია
** საბონუსე სისტემა, რომელიც მუშაობის ხარისხზეა მიბმული
** სწრაფად მზარდი კომპანია, ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
** ტრენინგების თანადაფინანსება

სამუშაო პირობები:

ხელფასი: 700 ლარი (NET) + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 10.00-18.00
სამუშაო დღეები: ორშ-პარ

კომპანიის გაცნობა შეგიძლია ჩვენს გვერდებზე: https://www.instagram.com/sakura.properties/

რეზიუმე კი და საინტერესო ინფორმაცია შენ შესახებ ამ ლინკის მეშვეობით გაგვიზიარე: https://forms.gle/5qAuf624LhnFSKqL9



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |