jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი - უბნის უფროსი
მომწოდებელი: ჯი თი სი ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

"ჯითისი ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.

პოზიცია: მთავარი ინჟინერი - უბნის უფროსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მიმდინარეობისას სამშენებლო პროცესების შესრულების ზედამხედველობა/კონტროლი წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით;
** პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, შესაბამისი მითითებების გაცემა ხარვეზების გამოსწორების მიზნით და ზედამხედველობა/კონტროლი ხარვეზების გამოსწორების მიმდინარეობის პროცესებზე;
** მუდმივი კომუნიკაცია სამშენებლო პროცესებში ჩართულ სხვადასხვა მხარეებთან (არქიტექტორი, კონსტრუქტორი და პროექტის დაგეგმარებაში ჩართული სხვა პირები) და მათი კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დამკვეთის, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების მიერ სახელშეკრულებო პირობების შესრულებისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი.
** მშენებლობის პროცესში ჩართულ თანამშრომლებზე ან კომპანიასთან სხვაგარ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სამუშაოს ეფექტურად გადანაწილება სამუშოების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;
** სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ყოველთვიური რეპორტის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელის წინაშე.
** პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
** საპროექტის ბიუჯეტის მართვა/ზედამხედველობა, ოპტიმალური ხარჯვის მონიტორინგი და გადახარჯვის თავიდან აცილება, ფინანსური ჩანაწერების წარმოება და უშუალო ხელმძღვანელის წინაშე ყოველი თვის ბოლოს მომდევნო თვის სავარაუდო/მოსალოდნელი ხარჯთაღრიცხვისა და გეგმა-გრაფიკის წარდგენა ;
** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების მუდმივი კონტროლი, საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, მასალების და აღჭურვილობის განსაზღვრა და მოძიება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;
** სამშენებლო ობიექტზე წარმოშობილი პრობლემების/კონფლიქტური სიტუაციების ოპტიმალური გადაწყვეტა, დაქვემდებარებული პირების ობიექტზე დროული გამოცხადების კონტროლი და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელისა და პროექტის დამკვეთისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდება პროექტის სტატუსის შესახებ, მათ შორის, პროგრესის, ფინანსური მდგომარეობისა და ნებისმიერი საკითხის შესახებ.
** სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გაცნობა, სამშენებლო ობიქტზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემისა და ნარჩენების მართვის სქემის მოთხოვნების დაცვისა და შესრულების უზრუნველყოფა.
** კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, შრომის უსაფრთოების მენეჯერის მიერ იდენტიფიცირებული რისკების აღმოფხვრა და მითითებების განუხრელი შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით
** სავალდებულოა გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვის კუთხით;
** სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარჩევა (ფასადები, გეგმები, ჭრილები)
** სამშენებლო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (არქიკადი, ავტოკადი, Excel, Word, Powerpoint) ცოდნა
** ინგლისური ან/და რუსული ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ანაზღაურება: კვალიფიკაციის და შეთანხმების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |