jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინგლისურენოვანი მძღოლი
მომწოდებელი: Travel Door Georgia
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

ტურისტული კომპანია " Travel Door Georgia" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი მძღოლის პოზიციაზე.

Travel Door Georgia არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში.

სამუშაო ადგილი: საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტის (მინივენი, სედანი) მართვა
** ტურისტების გადაყვანა მარშრუტის შესაბამისად
** ტურისტების დახვედრა აეროპორტში
** ტურისტებისათვის ყველა მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიის კუთვნილ ავტომობილზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის გამოცდილება
** ჯგუფებთან/ტურისტებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: Hr@traveldoor.ge

კომპანია " Travel Door Georgia" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მადლობა თანამშრომლობისთვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |