jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი - ქარვასლა
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრში -"ქარვასლა".

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** მაღალი ანაზღაურება;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი "დრესაპის" ვაუჩერი;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 1300-1500 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება);
** დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქციის გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cv@dressupgroup.ge 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი - ქარვასლა".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |