ბრენდების მარიონი, ეკლარი, დრამერსის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია "ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
მოვალეობები:
** თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
** ტექნიკური საწყობის ყოველდღიური ფუნქციონირების მართვა;
** პროდუქციის მიღების, განაწილების და დაბრუნების პროცესების მონიტორინგი;
** მიღებული თუ გაცემული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** ელექტრონული ზედნადებების სისწორის შემოწმება;
** საწყობში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შრომითი ნორმებისა და წესების დაცვით ორგანიზების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დაბრუნებისას წამოჭრილი პრობლემების აღმოფხვრის მონიტორინგი;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და პროცესის კონტროლი;
** ტექნიკურ საწყობში პროდუქციის განლაგებისას სასაწყობო ფართის რაციონალურად გამოყენება;
** მატერიალური ფასეულობების სახეობის, ზომების, მარკებისა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
** ხელშეკრულებების პირობების დაცვა ტვირთვის, გადაზიდვისა და შენახვის პროცესში.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 1200 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: newvisioncosm@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საწყობის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.