jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Travel Door Georgia
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

ტურისტული კომპანია "Travel Door Georgia" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

Travel Door Georgia არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ქარვასლას შენობა
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00
ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური გადარიცხვების განხორციელება;
** მიღებული ინვოისების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშსწორება;
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა შესაბამის ფაილებში;
** მოგება/ზარალის ანგარიში
** დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
** ბუღალტერთან შეთანხმებული, კომპანიისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ორგანიზება (რაც ეხება ტურისტულ პაკეტებს, მომხმარებლების ინფორმაციას, მათ საგადახდო პროცედურებს და ა.შ);
** ანგარიშგებების მომზადება დაინტერესებული მხარეებისთვის;
** პარტნიორებთან კომუნიკაცია ფინანსური მიმართულებით და მათთვის რეპორტების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტერიის ცოდნა;
** MS Office-განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** ძლიერი ანალიტიკური უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: hr@traveldoor.ge ვაკანსიის სახელწოდების მითითებით!

კომპანია " Travel Door Georgia" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მადლობა თანამშრომლობისთვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |