jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: აღმზრდელი
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 17 სექტემბერი

"World Vision" საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში აღმზრდელის პოზიციაზე.

გასაუბრებები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, ამიტომ გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დროულად გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

პოზიციის სახელწოდება: WVG- Caregiver
ადგილმდებარეობა: თბილისი; ჩიქობავას ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ 24-საათიანი ცვლა.
მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღესამისო თავშესაფარს.

დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.

დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.

პოზიციის მიზანი: დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრის აღსაზრდელების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების მეთვალყურეობა, ბავშვები ცნობიერების გაზრდა სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე და მათი ჩართვა არაფორმალური განათლების აქტივობებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას ცენტრში ყოფნის განმავლობაში;
** იზრუნოს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და მიაწოდოს ინფორმაცია სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე;
** ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას, თვით-მოვლასა და ტანსაცმლის მოწესრიგებას;
** საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს მიაწოდოს განათლების საბაზისო ელემენტებს (წერა-კითხვა და ანგარიში);
** დააორგანიზოს სხვადასხვა აქტივობები (გასართობი, შემეცნებითი) ბავშვებისთვის და ჩაერთოს მათთან ერთად აქტივობებში;
** უზრუნველყოს მედიკამენტების ადმინისტრირება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს შესაბამისი დანიშნულება;
** აწარმოოს ჩანაწერებს ღამის თავშესაფრით მოსარგებლე ბავშვების ქცევითი და ემოციური პრობლემების შესახებ;
** მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მულტიდისცინპინარულ გუნდთან ერთად;
** შეავსოს ბავშვის შემოყვანის ოქმო/შესაბამისი დოკუმენტი ბავშვის ცენტრში შემოყვანისას;
** უზრუნველყოს ბავშების სკოლაში წაყვანა-წამოყვანა შესაბამისი წესების დაცვით;
** უზრუნველყოს ბენეფიციარის ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვა;
** დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები.

სავალდებულო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება; სასურველია უმაღლესი ან შესაბამისი სპეციალური განათლება სააღმზრდელო/პედაგოგიკის მიმართულებით
** სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** ანალოგიური სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დაგეგმარების/მართვის უნარი
** დეტალების მიმართ ყურადღება
** რთული სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org გთხოვთ პოზიციის სახელწოდება WVG - Caregiver მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 17 სექტემბერი

გთხოვთ CV-ში მიუთითოთ, რომ თუ თქვენი კანდიდატურა განიხილება შერჩევის ბოლო ეტაპზე, თანახმა ხართ ორგანიზაციამ გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

World Vision საქართველო კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |