Shota@Rustaveli Boutique Hotel აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოზიტიური და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფა. ** მის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე ფოკუსირება;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა. ყოველდღიური საქმიანობის უშუალო ზედამხედველობა და შემდგომ შეცდომებსა და მის გამოსწორებაზე მუშაობა;
** თანამშრომლების მიერ მენიუსა და სხვა ტექნიკური უნარების სწავლების კონტროლი;
** ეფექტურად და ზუსტად რეაგირება სტუმრის მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე;
** პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ოპტიმალურ დროში;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების კონტროლი;
** სტანდარტებით არსებული ჰიგიენური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების კონტროლი;
** რესტორნის ინვენტარსა და ჭურჭელზე ზრუნვა. ჭურჭლის მტვრევის კონტროლი და აღრიცხვა;
** სალაროსა და ჩეკების კონტროლი - დახურვის პროცედურების ზედამხედველობა და შესრულება;
** საკონფერენციო დარბაზის და მასთან დაკავშირებული სერვისების უზრუნველყოფის კონტროლი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა; ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ** ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საღამოს ცვლაში;
** გრაფიკი: საღამოს ცვლა 16:00-00:00, კვირაში 2 დასვენების დღე;
** ფიქსირებული ხელფასი 1350 ლ+ბონუსი მაღალ სეზონზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.