jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: აპექს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

სამშენებლო კომპანია "აპექს დეველოპმენტი" 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

აპექს დეველოპმენტში მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული. მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა- ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.

შპს "აპექს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ანალიტიკოსის პოზიციაზე და გთავაზობთ გუნდურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** ანაზღაურება: 4000 ლარი ხელზე ასაღები თანხა (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე).
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, სრული.

ძირითადი ფუნქციები:

** BOQ მომზადება. გეგმების, ნახაზების, მოცულობების პერიოდულად გადამოწმება
** პროექტის კალენდარული გრაფიკის მომზადება MS Project-ში შესაბამის საინჟინრო პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით.
** ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონიტორინგი
** ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტების მონიტორინგი, მათი ასახვა კალენდარულ გეგმა გრაფიკში
** დაგეგმილი და ფაქტობრივი ბიუჯეტის ხარჯების თანხვედრის შესახებ პერიოდული რეპორტის მომზადება საოპერაციო დირექტორის მიერ მოთხოვნილი ფორმატითა და პერიოდულობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ტექნიკური/ სამშენებლო მიმართულებით
** სამშენებლო სექტორში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** MS office-ის მაღალ დონეზე ფლობა
** MS Project-ისა და AutoCAD-ის მაღალ დონეზე ფლობა.
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: contact@apexd.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ანალიტიკოსი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |