jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნაბუ
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "NABU" 25 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

იძებნებიან კრეატიული ადამიანები, ვისი ინტერესის სფეროც არის მოდა და აქვთ სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით, აქვთ ძალიან კარგი გემოვნება, ერკვევიან ლუქს კლასის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებში, თვალს ადევნებენ საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდეციებს. აქვთ გამოცდილება შესაბამის სფეროში და ასევე ფლობენ მომსახურების მაღალი სტანდარტების საფუძვლებს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00 -20:00; 13:00- 22:00.
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
სასურველი ასაკი: 25 + (ასაკობრივი ზედა ზღვარის, სქესისა და სხვა შეზღუდვის გარეშე)

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური და სხვა უცხო ენები- კარგი, თავისუფალი საკომუნიკაციო დონე
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა
** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა
** მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი. სათაურის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |