"Cenomi Retail Georgia" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
"Cenomi Retail Georgia" 30-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.
კომპანია "Cenomi Retail Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ზაჰესი, ავჭალის ქუჩა.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
განსახორციელებელი საქმიანობა:
** მიღებული საქონლის ჩამოტვირთვა/ დასაწყობება/დატვირთვა გასაგზავნად
** საწყობის ტერიტორიაზე არსებული პროდუქციისა და ნებისმიერი სახის მაღაზიის ინვენტარის დაწყობა
** კომპანიის მაღაზიებში ტვირთის შეტანა და გამოტანა
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
სამუშაო პირობები:
კვირაში 5 დღე: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე ან 10:00-დან 19:00-მდე. შაბათ-კვირა დასვენების დღე
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com.
გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის მუშა.