შ.პ.ს "სქაიჰაუსი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2016 წლიდან საქმიანობს საქართველოში.
ამ ეტაპზე შ.პ.ს "სქაიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ინჟინრის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნა:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** სამშენებლო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
** მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) შედგენა;
** სამშენებლო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტების შედგენა;
** მოლაპარაკებების წარმოება სამშენებლო მასალების და მომსახურების პოტენციურ მომწოდებლებთან;
** სამშენებლო მასალების, მუშა ხელის, მექანიზმების რაოდენობის განსაზღვრა და რაციონალური ხარჯვის კონტროლი;
** სუბკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების რაოდენობის და ხარისხის კონტროლი;
უცხო ენები: ინგლისური, ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული.
მზად უნდა იყოს მივლინებებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო ობიექტებზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@skyhouse.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადები მიიღება: ერთი თვე.
გისურვებთ წარმატებას.