jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს.

"მადარტ დელივერი" "მადარტის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე!

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა
** ანაზღაურება: 1000-1500₾
** სამუშაო გრაფიკი: სრული, მცოცავი - კვირაში 5 დღე (*ქოლ-ცენტრის ოპერატორი მუშაობს 8-საათიანი სამუშაო განრიგით + 1 საათი შესვენება, სამუშაო საათები და დღეები მცოცავია ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 08:30-დან 22:30 საათის მონაკვეთში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება პროდუქციის შიგთავსის, ფასების, მიტანის სერვისისა და სხვა...შესახებ;
** შეკვეთების მიღება;
** შეკვეთების პროგრამულად ასახვა;
** გამავალი ზარების განხორციელება

ძირითადი მოთხოვნები:

** ქოლცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენები (ინგლისური, რუსული) - B1 დონე.

შერჩევის პროცესი:

** I ეტაპი - ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი - გასაუბრება HR-თან.

დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში:

** Facebook (მთავარი გვერდი): https://www.facebook.com/madartgeorgia
** Facebook (კარიერის გვერდი): https://www.facebook.com/madartcareer
** Instagram: https://www.instagram.com/madart_madart/
** Tik Tok: https://www.tiktok.com/@madartbakery?_t=8gmNhWXbggl&_r=1
** Linkedin: https://www.linkedin.com/company/42162771/admin/feed/posts/
** ვებგვერდი: https://madart.ge/

რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტ დელივერიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@mdelivery.ge.

კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): vacancy@mdelivery.ge.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |