jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: Cenomi Retail Georgia
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

"Cenomi Retail" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

კომპანია "Cenomi Retail Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70, სითი თაუერი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

დაეხმაროს ბუღალტერს ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვაში, კერძოდ:

** ბანკის ამონაწერის დამუშავება და პროგრამაში გატარება;
** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული დადასტურება rs.ge-ზე;
** ხარჯებთან დაკავშირებული სისტემური დოკუმენტების (PO) შექმნა;
** სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა, ბუღალტრის მითითების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |