jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკოს-მექანიკოსი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-მექანიკოსის პოზიციაზე.

პოზიციაზე მივესალმებით სფეროთი დაინტერესებულ, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, დეტალებზე ორიენტირებულ, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, გარდაბანის რაიონი - გამარჯვება
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშ-პარ), 09:00 - 16:00 (შაბათი)
ანაზღაურება: 1600 (ხელზე ასაღები თანხა)
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან და რუსთავიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური ინსპექტირება, რემონტი და კონტროლი;
** დანადგარების გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი გრაფიკებით და პროცედურებით;
** დანადგარების, აგრეგატების, მანქანებისა და მათი კვანძების შეკეთება, მონტაჟი და გამართვა;
** დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** ცვლის განმავლობაში გახარჯული/დაყენებული მასალების შესახებ რეპორტინგის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 01 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოს-მექანიკოსი".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |