jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება და დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. მისი მისიაა საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია, სხვადასხვა კლიმატური სარტყლის მცენარეების ინტროდუქცია და ქვეყნის კულტურული ფლორის, სამკურნალო-არომატული და დეკორატიული მცენარეების კოლექციების შექმნა, მათი თანამედროვე პრინციპებით მართვა და ეფექტური დემონსტრირება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ამ გზით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას. ორგანიზაცია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) და ხმელთაშუაზღვის რეგიონის ფიტოტაქსონომიური კვლევის ორგანიზაციის (OPTIMA) ინსტიტუციური წევრია. ბოტანიკურ ბაღს მინიჭებული აქვს მორტონის არბორეტუმის III კლასის აკრედიტაცია.

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მეეზოვის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში), ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30; შესვენება 13:00-14:00
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
** ანაზღაურება: 1263.50 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)

შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

** ტურისტული ბილიკების, ძირითადი და დამხმარე (სამეურნეო) გზების დასუფთავება;
** ნარჩენების სანაგვე ურნებში მოთავსება და ურნების მოწესრიგება;
** სანიაღვრე არხების ნარჩენებისგან გასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 30.09.2024

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |